მოტივაცია და გზა წარმატებისკენ
მოტივაცია და გზა წარმატებისკენ

ბიზნეს საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, რომელზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პერსონალის მოტივაცია და შრომითი კმაყოფილება. 

 

საინტერესოა ის თანამედროვე ტენდენციები რაც არსებობს ამ მიმართულებით. მაგალითად რა ფაქტორები განაპირობებს დასაქმებულთა მაღალ შრომით კმაყოფილებას, როგორია შრომით კმაყოფილი და უკმაყოფილო მომუშავეთა ეფექტურობა ორგანიზაციაში? რა გავლენას ახდენენ  თანამშრომელთა  ფსიქო–სოციალური მახასიათებლები მათ მოტივაციასა და შრომით კმაყოფილებაზე. არის თუ არა შრომითი კმაყოფილება ინდივიდუალური ფაქტორებით დეტერმინირებული. არის თუ არა დასაქმებულთა ასაკი, გენდერი და ოჯახური სტატუსი შორმითი მოტივაციის განმსაზღვრავი? რა გავლენას ახდენს შრომითი კმაყოფილება ან უკმაყოფილება კადრების დენადობასა და გაცდენებზე, როგორ შეგვიძლია გავზომოთ შრომითი კმაყოფილება? აღსანიშნავია, რომ სამუშაოთი კმაყოფილება და უკმაყოფილება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მომხმარებელთა კმაყოფილების დონეს. კმაყოფილი თანამშრომლები ზრდიან მომხმარებელთა კმაყოფილებისა  და ლოიალურობის დონეს, რაც კომპანიის მიერ დასახული მიზნების მიღწევას შესაძლებელს ხდის. კმაყოფილი თანამშრომლები არიან უფრო მეგობრულები და გულისხმიერები, რასაც მომხმარებელი ყოველთვის ამჩნევს და მოსწონს.

 

ნებისმიერი მიზნის მისაღწევად,  მნიშვნელოვანი ფაქტორია მოტივაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი, აუცილებელი, ზოგჯერ არასაინტერესო ან რთული მიზანი გაქვთ მისაღწევი. საინტერესოა, თქვენ როგორ ახდენთ თქვენი და თქვენი კოლეგების მოტივაციას, რა არის თანამედროვე მენეჯმენტში პერსონალის მოტივაციის ახალი სტრატეგიები? შეამოწმეთ – ჩვენთან ტრეინინგზე, რამდენად ეფექტურია  მოტივაციის თქვენი სტრატეგიები, შეუძლია თუ არა მას თქვენ მიერ დასახულ მიზნამდე მიგიყვანოთ.

 

თუ თქვენ გაქვთ დიდი მიზნები და გაინტერესებთ როგორ მიაღწიოთ მათ, როგორ მართოთ თქვენი პირადი რესურსები უფრო ეფექტურად.  როგორ გააუმჯობესოთ თქვენი და თქვენი თანაშრომლების მოტივაცია დასახული მიზნების მისაღწევად,დაგვიკავშირდით.

 

 

 

 

ტრეინინგები
 
ტრეინინგების გამოწერა