ფიზიკური პირებისთვის

ფიზიკურ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ჩვენს ვებ–გვერდზე და  მიიღონ ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგის შესახებ. ასევე შესაძლებელია მოითხოვონ მათთვის სასურველი ტრენინგი.

 

მეთოდოლოგიური ხედვა:

 
ტრენინგები მიმდინარეობს ინტერაქციული სწავლების სტილში და  აერთიანებს თეორიული ინფორმაციის გადაცემას პრეზენტაციის ფორმით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განმტკიცებაზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს.
 
სემინარის/ტრენინგის მსვლელობისას გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

  • გუნდური სავარჯიშოები;
  • როლური სავარჯიშოები და თამაშები;
  • ინდივიდუალური სავარჯიშოები;
  • ვიდეოგადაღება და ვიდეოანალიზი;
  • პრაქტიკული მაგალითების განხილვა/ანალიზი;
  • შემოქმედებითი დავალებები.

 

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?

  • მოქმედი და მომავალი მმართველებისთვის, სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისა და ბაკალავრებისთვის;
  •  მათთვის ვისაც აინტერესებს ბიზნესის მართვის მთავარი კონცეფციები და თანამედროვე მიდგომები;
  •  ყველა იმ ადამიანისათვის, რომელსაც სურს შეიძინოს ან/და გაიუმჯობესოს მენეჯერული უნარ–ჩვევები;
  • კლიენტებთან მომუშავე პერსონალისთვის;
  • პირებისთვის, ვინც პასუხისმგებელნი არიან სერვისის ხარისხზე.