კომპანიებისთვის

იურიდიულ პირებს შეუძლიათ შეუკვეთონ სასურველი ტრენინგი.
 
ბიზნეს ტრენინგების მიზანია:

  • ცვლილებები თანამშრომლის ქცევაში, რაც მეტად ეფექტურად წარმოაჩენს პროფესიულ და პიროვნულ თვისებებს და თანამშრომელი უფრო მომგებიანი ხდება კომპანიისათვის;
  • თეორიული ცოდნის განმტკიცება პრაქტიკული, თანამედროვე ბიზნეს გარემოსათვის შესაბამისი უნარ–ჩვევებით;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ხელოვნების დახვეწა;
  • თვითეფექტურობის ტექნიკების დაუფლება.

საქმიანი უნარ–ჩვევების ტრენინგი:

  • აგებულია თანამედროვე საერთაშორისო ბიზნეს ტექნოლოგიების გათვალისწინებით;
  • შექმნილი და ადაპტირებულია ქართული ბიზნეს გარემოს შესაბამისად;
  • ორიენტირებულია პრაქტიკული და თვითმენეჯმენტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბაზე;
  • ტრენინგი მუდმივად ვითარდება ბიზნეს გარემოს განვითარების ზოგადი სტრატეგიების გათვალისწინებით.

მეთოდოლოგიური ხედვა:


ტრენინგები მიმდინარეობს ინტერაქციული სწავლების სტილში და  აერთიანებს თეორიული ინფორმაციის გადაცემას პრეზენტაციის ფორმით და პრაქტიკული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება/განმტკიცებაზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს.

 

სემინარის/ტრენინგის მსვლელობისას გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

  • გუნდური სავარჯიშოები;
  • როლური სავარჯიშოები და თამაშები;
  • ინდივიდუალური სავარჯიშოები;
  • ვიდეოგადაღება და ვიდეოანალიზი;
  • პრაქტიკული მაგალითების განხილვა/ანალიზი;
  •  შემოქმედებითი დავალებები.

ვისთვის არის ტრენინგები განკუთვნილი?

  • დამსაქმებლებისთვის, რომელთაც სურთ, გადაამზადონ თავიანთი თანამშრომლები და გაააუმჯობესონ მათი უნარ-ჩვევები;
  • საშუალო რგოლის მენეჯერებისათვის და ყველა იმ ადამიანისათვის, რომელსაც სურს შეიძინოს ან/და გაიუმჯობესოს მენეჯერული უნარ–ჩვევები;
  • კლიენტებთან მომუშავე პერსონალისთვის;
  • პირებისთვის, ვინც პასუხისმგებელნი არიან სერვისის ხარისხზე;
  • ნებისმიერი კომპანიის წარმომადგენლისთვის, ვისაც სურს, თავის ორგანიზაციაში საუკეთესო სერვისის სტანდარტების დანერგვა.