წესები და პირობები

ვებ–გვერდის გამოყენების ხელშეკრულება


1. ზოგადი პირობები

თქვენ (მომხმარებლის) მიერ ვებ-გვერდზე www.trainings.agc.ge  (შემდგომში – ვებ–გვერდი) და მის ნებისმიერ გვერდზე წვდომის განხორციელება და მისი გამოყენება გულისხმობს, რომ თქვენ წაიკითხეთ, აცნობიერებთ და ეთანხმებით ქვემოთ მოყვანილ პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, ნუ განახორციელებთ ვებ–გვერდის გამოყენებას რაიმე ფორმით.

 

2. ვებ–გვერდის გამოყენების შეზღუდული ლიცენზია

ამ ვებ–გვერდის მომხმარებელი სარგებლობს ვებ–გვერდის არაექსკლუზიური, ინდივიდუალური, შეზღუდული და გაუქმებადი ლიცენზიით (უფლებით) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.  AGC უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, თავისი შეხედულებისამებრ გააუქმოს ზემოაღნიშნული სარგებლობის უფლება.

 

3. კომუნიკაციის მიმღები პირები

თუ AGC თვლის, რომ მომხმარებელი პრობლემას უქმნის ვებ გვერდს, მის მომხმარებლებს, არღვევს ნებისმიერი მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას ან მოქმედებს AGC–ის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, AGC, თავისი შეხედულებისამებრ, უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს ასეთი მომხმარებლის ანგარიში.

 

4. ინფორმაციის სიზუსტე

ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია იმ რწმენით, რომ ის შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ AGC არ იძლევა გარანტიას და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სისწორეზე, სისრულეზე ან სიახლეზე და უარს აცხადებს განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რაიმე პასუხისმგებლობის აღებაზე.

გარდა ამისა, AGC იხსნის პასუხისმგებლობას ნებისმიერი ზიანისათვის, რომელიც მიადგება მომხმარებელთა კომპიუტერულ სისტემას ვებ–გვერდზე და მასზე განთავსებულ ინფორმაციასა და ფაილებზე წვდომის განხორციელების გამო.

 

5. საავტორო უფლებები, სავაჭრო ნიშნები და სხვა უფლებამოსილებანი

AGC და AGC–სთან დაკავშირებული პირები ფლობენ საავტორო უფლებებს ვებ–გვერდის შინაარსზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარად არის სხვა რამ გაცხადებული. მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ვებ–გვერდი და შექმნას განთავსებული შინაარსის ბეჭდური ვერსია მხოლოდ თავისი პირადი გამოყენებისათვის. მომხმარებელს არ აქვს უფლება, მოახდინოს ასეთი ინფორმაციის სხვა მხრივ რეპროდუქცია, გავრცელება, მესამე პირისათვის გადაცემა, ან რაიმე მონაცემთა ბაზაში, დოკუმენტში ან მასალებში გაერთიანება AGC–ის თანხმობის გარეშე.

 

6. სხვა ვებ–გვერდებთან დამაკავშირებელი ბმულები

AGC–ს არ აქვს წინასწარ შემოწმებული ბმულები, რომლებიც განთავსებულია სხვა ვებ–გვერდებზე და უკავშირდება ჩვენს ვებ–გვერდს და არ ვართ პასუხისმგებელი ასეთი ვებ–გვერდების შინაარსზე. ზემოაღნიშნული მისამართები და ბმულები განთავსეულია მხოლოდ მომხმარებლის ინფორმაციისა და ხელსაყრელობისათვის და არ ექვემდებარება AGC–ს კონტროლს.

აკრძალულია სხვა ვებ–გვერდებზე AGC–ის ვებ–გვერდთან დამაკავშირებელი ბმულის განთავსება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ: (ა) ბმული უკავშირდება AGC–ის ვებ–გვერდის მთავარ გვერდს; (ბ) ბმულის განმთავსებელს მიღებული აქვს AGC–ის წინასწარი თანხმობა.

 

7. მონაცემთა დაცვა

თუ თქვენ გაივლით რეგისტრაციის პროცედურას, AGC მიიღებს გარკვეულ ინფორმაციას თქვენ შესახებ, როგორიცაა თქვენი სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ განათავსებთ. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას ჩვენს სარეგულაციო ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით და ჩვენი შიდა გამოყენებისათვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაციის განთავსებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ აღნიშნული ინფორმაცია გადამუშავდეს ზემოაღნიშნული მიზნების შესაბამისად. გარდა ამისა, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ჩვენ გამოვიყენოთ და შევინახოთ ასეთი მონაცემები ჩვენს შიდა სისტემებში და გადავცეთ იგი ჩვენთან დაკავშირებულ პირებს, თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით.

 

8. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების მოგვარება

წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა განხილულ უნდა იყოს საქართველოს სასამართოების მიერ.

 

9. პასუხისმგებლობა

მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგგებლობა ნებისმიერი ზიანისათვის, რომელიც AGC–ს მიადგება მომხმარებლის მიერ ვებ–გვერდის გამოყენების, ან წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს და აცნობიერებს, რომ ის აუნაზღაურებს AGC–ს, AGC–ის თანამშრომლებს, დირექტორებს, აგენტებს, ლიცენზიატებს და ნებისმიერ მესამე მხარეს ნებისმიერ ზიანს, დანაკარგს, ხარჯებს (მათ შორის გონივრულ ადვოკატის/იურისტების ხარჯებს) რაც გამოწვეული იქნება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევით ან მომხმარებლის მიერ ატვირთული მასალებით.

AGC უფლებას იტოვებს, გამოიძიოს ვებ–გვერდის არასწორ მოხმარებასთან დაკავშირებული ნებისმიერ საჩივარი და შესაბამისად მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოს ან/და ნებისმიერ მესამე მხარეს და გაუმხილოს ამგვარ მხარეს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება დაკავშირებულ იყოს მომხმარებლის პროფაილთან, ელექტრონულ ფოსტის მისამართთან, მოხმარების ისტორიასთან, ატვირთულ მასალებთან, IP მისამართებთან ან ინტერნეტ-ტრაფიკთან დაკავშირებით.

 

10. ცვლილებები ვებ–გვერდის გამოყენების ხელშეკრულებაში

AGC იტოვებს უფლებას, შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები ნებისმიერ დროს, მომხმარებლისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებლის მიერ ვებ–გვერდის გამოყენების გაგრძელება ნიშნავს მის მიერ ხელშეკრულების დამატებული ან შეცვლილი პირობების გაცნობასა და დათანხმებას.

 

11. ხელშეკრულების შეწყვეტა

წინამდებარე ვებ–გვერდი და მასზე წვდომის განხორციელების შესაძლებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილებით, ან მის გარეშე და ნებისმიერი მიზეზით. მომხმარებლის მიერ ვებ–გვერდზე წვდომისა და მისი გამოყენების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს იმ ვალდებულებებისგან, რომლებიც წარმოიშვა ასეთი გამოყენების შეწყვეტამდე და არ ზღუდავს მომხმარებლის პასუხისმგებლობას, რომელიც მას შეიძლება გააჩნდეს AGC–ის მიმართ.

 

12. უფლება–მოვალეობათა გადაცემის შესაძლებობა

წინამდებარე ხელშეკრულება ვრცელდება და მოქმედებს AGC–ის კანონიერ წარმომადგენლებზე, სამართალმემკვიდრეებსა და უფლებამონაცვლეებზე. AGC–მა შეიძლება მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება–მოვალეობების გადაცემა მთლიანად ან ნაწილობრივ, მომხმარებლის თანხმობის გარეშე. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომხმარებლის ვალდებულებები არ შეიძლება გადაეცეს ან დელეგირებული იქნას სხვა პირებზე. წინამდებარე მუხლის დარღვევით განხორციელებულ უფლებამონაცვლეობას არ გააჩნია სამართლებრივი ძალა.