პარტნიორები

ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი

სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ (AGH) დაარსდა 2005 წელს, ქართველი, ამერიკელი და ევროპელი აქციონერების მიერ. კომპანია მართავს ფინანსურ სფეროში დივერსიფიცირებულ შვიდ შვილობილ კომპანიას, რომლებიც სხვადასხვა საფინანსო და საკონსულტაციო სექტორში მოღვაწეობენ - ლიზინგი, მიკროფინანსები, ქონების შეფასება და მართვა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფინანსური კონსულტაცია, ენერგეტიკა და ბიზნეს ინფორმაცია.

ალიანს ჯგუფი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია


„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“ (AGM) საქართველოს მოქალაქეებს ადვილად ხელმისაწვდომ, მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს. AGM ხუთი ფილიალის (თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, წალკა) დახმარებით აფინანსებს ქალაქებსა და რეგიონებში არსებულ, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს. 

ალიანს ჯგუფი ლიზინგი


ალიანს ჯგუფი ლიზინგი (AGL) პირველი დამოუკიდებელი, არასაბანკო სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც  მომხმარებლებს ფინანსურ, საოპერაციო და უკუ–ლიზინგის მომსახურებას სთავაზობს. 2006 წელს დაარსების შემდეგ, ის უკვე მოემსახურა 4,000–ზე მეტ კლიენტს და დააფინანსა 16 მლნ. ა.შ.შ დოლარის მოცულობის ტრანზაქცია. კომპანიის სალიზინგო მომსახურება თბილისის გარდა, შემდეგი რეგიონებისთვისაცაა ხელმისაწვდომი  – ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და წალკა.

ალიანს ენერჯი


ალიანს ენერჯი (AEN) -  2011 წელს დაარსებული, მზარდი ენერგო კომპანიაა, რომელიც ქართულ ენერგო სექტორში მომგებიანი და მდგრადი პროექტების პორტფელის გაზრდას ემსახურება. კომპანიის მიზანია ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსების გამოყენება წყლის, ქარის, მზისა და თერმო ენერგიის საწარმოებლად.

 

ალიანს ჯგუფი ფროფერთი


ალიანს ჯგუფი ფროფერთი (AGP) - დაარსდა 2011 წელს, მომხმარებლისათვის უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ პროფესიონალური სერვისისა და კონსულტაციის გაწევის მიზნით. კომპანია საბანკო–საფინანსო ინსტიტუტებს ინტეგრირებულ სერვისებსა და კონსულტაციას სთავაზობს, უძრავ და მოძრავ ქონებაში ინვესტიციის განხორციელების ნებისმიერ საკითხზე. „ალიანს ჯგუფი ფროფერთის“ მისიაა მოიზიდოს ინვესტიციები და გახდეს მომხმარებლებისთვის სანდო პარტნიორი საკუთრების ბიზნესში.

ალიანს ჯგუფი IT


ალიანს ჯგუფი ინფორმაციული ტექნოლოგიები (AGIT) – 2011 წელს დაარსებული, სწრაფად მზარდი IT კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს ბიზნეს საქმიანობაზე ორიენტირებულ პროგრამულ უზურნველყოფას, ქსელის მართვას, ვებ გვერდების დიზაინსა და სხვადასხვა სახის აი–თი მომსახურებას სთავაზობს.

 

ბია – ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო


2013 წელს, NCIB-მ დაარსა შვილობილი კომპანია, სს "ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო" (BIA), რომელიც მართავს ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზას და ფლობს ბიზნეს ინფორმაციას საქართველოში დარეგისტრირებულ 22,000–მდე კომპანიაზე. ბაზა ადგილობრივ ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაციით უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ კომპანიებს, ისე პოტენციურ ინვესტორებს.