კომპანიის შესახებ

"ალიანს ჯგუფი კაპიტალი" 2006 წელს დაარსებული კერძო საკონსულტაციო და საფინანსო კომპანიაა, რომელიც კაპიტალის გაზრდისა და დაფინანსების შესაძლებლობებს სთავაზობს კომპანიებს, რომლებსაც სურთ ბიზნესის ეფექტური მართვა და საინვესტიციო პროექტების განხორციელება-დაფინანსება. 2014 წლის მაისის თვიდან, "ალიანს ჯგუფი კაპიტალის” მომსახურებებს ბიზნეს ტრენინგების მომსახურება დაემატა, რაც საშუალებას აძლევს “ალიანს ჯგუფს”, სხვადასხვა ინდუსტრიებში მუშაობით დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს სხვა კომპანიებსაც.

 

რატომ "ალიანს ჯგუფი კაპიტალის " ტრენინგი?

  • ჩვენ გთავაზობთ ტრენინგების ფართო არჩევანს, რომელიც დაფუძნებულია საერაშორისოდ აღიარებულ მეთოდოლოგიაზე;
  • ჩვენს ტრენერებს სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია;
  • ჩვენს გუნდს აქვს მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა EBRD, USAID, GML Capital, LLP, EPI, OPIC, IFC, და სხვა;
  • ჩვენი ტრენერები და ინსტრუქტორები საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი პროფესიონალები არიან, რომლებიც სიღრმისეულად იცნობენ როგორც ქართულ, ასევე გლობალურ ბიზნეს გარემოს და შესწევთ უნარი გაანალიზონ ინდივიდუალური სატრენინგო მოთხოვნები.

ბიზნეს ტრენინგების მიზანია დაეხმაროს ბიზნეს სფეროში დასაქმებულებს, გააუმჯობესონ და განავითარონ თავიანთი პროფესიული უნარ–ჩვევები, თანამედროვე ბიზნეს პროცესების შესაბამისად, შეიტანონ ცვლილებები თანამშრომლის ქცევაში, დახვეწონ ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ხელოვნება და დაეუფლონ თვითეფექტურობის ტექნიკებს.
 
ტრენინგების შედეგად ადამიანები არ იცვლებიან, იცვლება მათი დამოკიდებულებები გარემოს მიმართ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, მოახდინონ საკუთარი რესურსების ოპტიმალური რეალიზაცია.
 
"ალიანს ჯგუფი კაპიტალის" დამფუძნებელია სს "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი”, რომელიც 2005 წელს ქართველი, ამერიკელი და ევროპელი აქციონერების მიერ დაარსდა. "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი", სხვა შვილობილი კომპანიების მეშვეობით, ასევე მოღვაწეობს შემდეგ სფეროებში: ლიზინგი, მიკროფინანსები, ქონების შეფასება და მართვა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფინანსური კონსულტაცია, ენერგეტიკა და ბიზნეს ინფორმაცია.